გიორგი გაბედავას თავს დაესხნენ
2018-02-05 16:35:42

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სოსო პავლიაშვილის პროდიუსერი და ნათლული გიორგი გაბედავას ჯერ სცემეს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა დიმიტრი ულიანოვის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით გაბედავას შეკამათება მოუვიდა მეზობლებთან. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა რის შემდეგაც გიორგი გაბედავას მეზობელმა ბესიკ ქადარიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. როგორც ინგა გაბედავა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს მისი მეუღლის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურია და ის მკურნალობას ერთერთ კლინიკაში გადის. გიორგი გაბედავა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.