მდინარეში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

2025-07-24 17:26:39

მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მამაკაცი მორევმა ჩაითრია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მდინარიდან ცხედარი უკვე ამოიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.