შიშველი კაცი ქუჩაში [photo/video]

2018-02-02 17:33:54

საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა კაცი, თბილისის ქუჩებში შიშველი სიარულისთვის, 200 ლარით დააჯარიმა. შიშველი ახალგაზრდა პეკინის ქუჩაზე შუადღით დააფიქსირეს. თვითმხილველმა, რომელმაც ფოტოები გადაიღო, ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა და ინფო რუსთავთან საუბარში განაცხადა, რომ: „30 წლამდე იქნებოდა მაქსიმუმ. ძალიან სწრაფად დადიოდა. ნასვამს არ ჰგავდა. ყველაზე ლოგიკური მიზეზი სანაძლეოს წაგება იქნებოდა, რადგან არაადეკვატური ადამიანის შესახედაობა არ ჰქონდა."

როგორც შსს-ში განაცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმეს, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება) ითვალისწინებს, ისჯება ჯარიმით 100-დან 200 ლარამდე.

შიშველი ახალგაზრდას ფოტოები და ვიდეოები სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ნახეთ ვიდეო.