თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზგასამართ სადგურს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.