თურქეთის დედაქალაქში მაღალსართულიანი შენობის პირველ სართულზე, იქ სადაც საგადასახადო სამსახური იყო განთავსებული ძლიერი აფეთქდა მოხდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ეს ოფიციალური ვერსია არ არის. საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლის თქმით აფეთქების დროს შენობაში არავინ არ უნდა ყოფილიყო, რადგან სამუშაო საათები დასრულებული იყო. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია მოჰყვა თუ არა აფეთქებას მსხვერპლი ან არიან თუ არა დაშავებულები.