მომაკვდინებელი სათამაშო, რომელიც ბოლო დასკვნის მიხედვით მომწამვლელი ნივთიერების დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავს - თბილისის მაღაზიებიდან უკვე ამოღებულია მაგნიტური ჟელეს ე.წ. მაგნიტური ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა. კვლევებით დადგინდა, რომ მაგნიტური ჟელე ე.წ. ტყლარწი სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მცირე რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა ჯერ მწვავე ინტოქსიკაციას, გართულების შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევს. დღეს ბაზარზე სათამაშო ჟელეს იგივე ტყლარწის რამდენიმე სახეობა იყიდება. სპეციალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგნიტური ჟელე, რომლის შემადგენლობაშიც რკინის ნაწილაკები შედის. ლაბორატორიული კვლევებმა აჩვენა რომ ეს ნივთიერება დარიშხანის სახიფათო დოზას შეიცავდა.
საშიში მაგნიტური ჟელე თბილისში მაღაზიების ქსელიდან უკვე ამოიღეს, თუმცა სავაჭრო ობიექტების მფლობელებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია აკრძალვამდე რა ოდენობის საშიში ჟელე გაიყიდა საქართველოში. მაგნიტური ჟელეს გაყიდვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აიკრძალა. ნახეთ ვიდეო.
წყარო: რუსთავი 2