ლარი 8 პუნქტით გამყარდა.

2016-12-22 11:20:06

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გუშინდელთან შედარებით დღეს 8 პუნქტით გამყარდა. გუშინ საღამოს სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი შედარებით მაღალი იყო, ამაჟამად 1 დოლარის შეძენა 2.800 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.750 ლარად მოგიწევთ. გუშინდელი მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.784 ნიშნულზეა, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ნიშნულს დღეს 17 საათზე გამოაცხადებს.