კოსტავას ქუჩაზე გარე განათება და საახალწლო მორთულობები სატესტო რეჟიმში ჩართეს. ახლადრეაბილიტირებული ქუჩა სრულად რამდენმე დღეში განათდება, მანამდე ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავება მოხდება. დასუფთავების სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება და 2 დღეს გასტანს. პარალელურ რეჟიმში შესრულდება ქუჩაზე დარჩენილი მცირე სამუშაოებიც. კოსტავას განათება და ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის სრულად აღდგენა რამდენიმე დღეში იგეგმება.