აღდგომის წინ რუსთავში სეს-ი ობიექტებს ამოწმებს

2025-04-15 11:14:23

აღდგომის წინ, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, აღდგომის წინა პერიოდში მათი მხრიდან სააღდგომო პერიოში განსაკუთრებულად მოწმდება კვერცხის მწარმოებლები და პასკის საცხობებზეა გამახვილებული.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დარღვევა არ გამოუვლენიათ და ძირითადად ამოწმებენ და რეკომენდაციებს გასცემენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.