საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში აქლემების სილამაზის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის საპრიზო ფონდი 31.8 მილიონ დოლარს შეადგენდა, რითაც აქლემების მეპატრონეები კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებოდნენ. კონკურსის ორგანიზატორებმა 12 აქლემის დისკვალიფიცირება გადაწყვიტეს, იმის გამო, რომ მეპატრონეებმა მათი გარეგნობის გაუმჯობესება ქირურგიული ჩარევით სცადეს. შედეგად, კონკურსის მკაცრი წესებიდან გამომდინარე, 12 აქლემი, რომლებსაც სახეზე ბოტოქსი გაუკეთეს, კონკურსიდან მოხსნეს.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ბუნებრივ სილამაზეს აფასებენ. ფესტივალი საუდის არაბეთში ყოველწლიურად იმართება და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. კონკურსში 30000-ზე მეტი აქლემია ჩართული. აქლემების შეფასების მთავარი კრიტერიუმი დიდი ტუჩები და დახვეწილი ყურებია.