რუსთავის სპორტის სასახლეში 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის რუსთაველი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების საღამო გაიმართა.
წარმატებულ სპორტსმენებს მერიამ სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.
წარმატებული სპორტსმენები, გუნდები და მწვრთნელები, რომლებიც დაჯილდოვდნენ:
1. ლაშა გურული-პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი კრივში
2. გიორგი სარდალაშვილი-მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში უფროს ასაკში
3. გოგა ბუსურაშვილი- ევროპის თასი- ვერცხლის მედლის მფლობელი ძიუდოში, კადეტთა შორის.
4. თორნიკე მოსიაშვილი-ევროპის თასის, კერძოდ მაკედონიის და ჩეხეთის ბრინჯაოს მედლების მფლობელი ძიუდოში, ახალგაზრდებს შორის.
5. აბულფაზ მამედოვი-ევროპის თასის ვერცხლის მედლის მფლობელი ახალგაზრდებში.
6. დავით გაბედავა-ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 17 წლამდელებს შორის.
7. დავით გორგაძე-ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი თავისუფალ ჭიდაობაში, 15 წლამდელებს შორის
8. თეიმურაზ ფაშალეიშვილი -ევროპის ჩემპიონატი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ახალგაზრდებს შორის.
9. ზურაბ ღვინიანიძე- ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი წოლჭიმში ჭაბუკებს შორის.
10. ოთარ ბერიძე -ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ახალგაზრდებში.
11. გიორგი ზაზაძე რომელმაც რაგბში ევროპის ჩემპიონატზე 18 წლამდელებს შორის იასპარეზა და საქართველოს ნაკრებთან ერთად დაიკავა პირველი ადგილი.
12. გიორგი გელაშვილი - ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი წოლჭიმში, ჭაბუკებს შორის.
13. ალეკო სიდანოვი- ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი წოლჭიმში ახალგაზრდებს შორის.
14. ჯაბა სეფიაშვილი- ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი წოლჭიმში ახალგაზრდებს შორის.
15. ბიძინა გავაშელიშვილი - რეიტინგში ევროპის ნომერ პირველი მებრძოლი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, მსუბუქ წონაში.
16. ირმა ზვერიაშვილი- პარა მკლავჭიდში ევროპის პირველი ადგილი ორივე ხელში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცხლის მედლის მფლობელი მარცხენა ხელში უფროსებს შორის.
17. ბესიკ ლეკიაშვილი- პარა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პირველი და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილი უფროსებს შორის.
18. აკაკი ციცქიშვილი-ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედლების მფლობელი მკლავჭიდში 21 წლამდელებს შორის.
19. გიორგი მელიქიშვილი- მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე მარცხენა მკლავში მეორე, მარჯვენაში კი მესამე ადგილის მფლობელი უფროსებს შორის.
20. ამიკო სვიმონიშვილი- მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გრეპლინგში უფროსებს შორის.
21. მალხაზ გაბესკირია- ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი-უფროსებს შორის.
მწვრთნელები
1.ჯემალ იასეშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
2.მალხაზ გოგოლაძე - ბერძნულ- ჭიდაობა.
3.ტარიელ ბლუაშვილი - კრივი
4. ბექა ბიჩინაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა
5.ბაჩანა კარანაძე - თავისუფალი ჭიდაობა
6.ხვიჩა კაპანაძე - ძიუდო
7.გიორგი მაღლაკელიძე - მკლავჭიდი
8. გიორგი თეთრაძე - წოლჭიმი
9.მიშა მამაცაშვილი - შერეული საბრძოლო ხელოვნება
10. შალვა მამაცაშვილი - შერეული საბრძოლო ხელოვნება
11. ელიმშან ტალიბოვი - ტაეკვონდო
12. ბაჩანა ტუხაშვილი - ტაეკვონდო
გუნდები
1. რაგბის კლუბი „რუსთავი“ რომელიც პირველ ლიგაში გადავიდა.
2. 17 წლიანი პაუზის შემდეგ კალათბურთის 18 წლამდელთა გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონი.
3.ბეთლაივ მასტერ ლიგის აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდი „რუსთავის“ რუსთავი.
4. რუსთავის გოგონათა ფრენბურთის გუნდი რომელმაც მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური.
5. რუსთავის ამერიკული ფეხბურთი გუნდი სთილერსი- რომლებიც საქართველოს ჩემპიონები ზედიზედ ექვსჯერ გახდნენ.
6.ფეხბურთის კლუბი რუსთავის 2011 წლიანების გუნდი-ზედიზედ სამჯერ მოიგეს ელიტ ლიგა.
7. სუპერლიგის გამარჯვებულ ფეხბურთის კლუბი „ოლიმპი“.
ა(ა)ი.პ. „რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი“-ს ინდივიდუალური სპორტის სახეობების ფილიალის კოორდინატორი ბადრი ბებია რუსთავში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის