როდის დაიწყება სკოლებში სააღდომო დასვენებები

2025-03-17 13:48:43

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე სემესტრის დარჩენილ პერიოდში 7 ოფიციალური დასვენების დღეა დარჩენილი.

აქედან 2 დღე აღდგომის დასვენებებია, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, 18 აპრილი პარასკევია, 21 აპრილი ორშაბათი.

აღდგომამდე მოსწავლეები დაისვენებენ 9 აპრილს, აღდგომის შემდეგ კი 9 მაისს, 12 მაისს, 17 მაისსა და 26 მაისს.