რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
50 წლამდე ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.