სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დაადგინა. ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა და რეკომენდაციების შესრულებამდე, დაიხურა.
აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისივე თქმით, გასულ თვეში, ქალაქის მასშტაბით დაჯარიმდა კიდევ 2 ობიექტი. მიზეზი ვადაგასული პროდუქციის რეალიზაცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა გახდა.
საერთო ჯამში, ინსპექტირება 12 ობიექტზე ჩატარდა, 63 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 14, ზედამხედველობა კი 4 ობიექტზე განხორციელდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ მაღაზიების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.