როგორ გადახტა გადავარდა ავტომობილი მტკვარში [video]
"ინფო რუსთავმა" მოიპოვა ვიდეო სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები სადაც ჩანს რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, გვირაბიდან მეტეხის ხიდზე ამოდის "ფორდის" მარკის ავტომობილი. მძღოლო სიჩქარეს უმატებს, გადადის გზის საპირისპირო მხარეს, არღვევს რკინის ბოძკინტებს, ხტება ტროტუარზე, ანგრევს ხიდის რკინის ჯებირს და ვარდება მტკვარში.
აღნიშნულ ლოკაციაზე მაშველები 3 საათი მუშაობდნენ, ამოიტანეს ავტომობილი სადაც ნახეს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.