აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
თოვის გამო, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბლობში სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა.
ძლიერი თოვის გამო, ფოთში, დღეს და ხვალ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა, ასევე, ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერებულია საჯარო სკოლებში.
ფოტო: ბათუმელები