სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

2025-02-24 13:00:30

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე არიან მის სახლში სამართალდამცველები შესულები.

როგორც თავად სანდრო ცნობილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მის აქციებზე სიარულს უკავშირდება.

ცნობილაძის თქმითვე, სამართალდამცავებმა ამოიღეს ტელეფონები და ლეპტოპები და კომპიუტერი.