მექსიკაში, მეხიკოს ჩრდილოეთით იქ სადაც საახალწლოდ პიროტექნიკის მაღაზიები იყო განლაგებული აფეთქება ერთერთ მარკეტში მოხდა. ცეცხლი რამდენიმე წუთში სხვა მაღაზიებზეც გავრცელდა, ალმოდებული ტერიტორიიდან გამოსვლა რამდენიმე ადამიანმა ვერ მოახერხა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა 29 ადამიანი და დაშავდა 72 მათ შორის 3 არასრულწლოვანია. ცეცხლის ლოკალიზება გაუჭირდა ადგილზე მისულ სახანძროს ეკიპაჟებს. გუბერნატორის ერუვილ ავილას თქმით ამ მომენტისთვის ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს რის შემდეგაც ზარალის დათვლა მოხდება. მომხდარი ფაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ყველა იმ დაწესებულებაში სადაც პიროტექნიკა იყიდება.