როდემდე გაგრძელდება უამინდობა

2025-02-23 18:15:22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან  ძლიერი.

სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.

რუსთავში 24 თებერვლას ღამის განმავლობაში -5 გრადუსია, ხოლო დღის განმავლობაში +3, მოსალოდნელია თოვაც.
25 თებერვალი - ღამე -3, დღე +1. 26 თებეევალი ღამე -3, დღე +4, მოსალოდნელია თოვა.