რუსმა ვლოგერმა ანდრეი ზონდერვიტმა გასულ ზაფხულს რუსთავში იმოგზაურა. მოგზაურობის ამსახველი 10-წუთიანი ვიდეო ვლოგერის იუთუბ არხზეა განთავსებული. ვიდეოს ავტორი თავის მაყურებლებს რუსთავის ქუჩებს აცნობს და ქალაქის შესახებ უყვება. ზონდერვიტმა როგორც ახალი, ისე ძველი რუსთავი ავტომობილით შემოიარა და ქალაქის ციხესიმაგრეც მოინახულა.
მოგზაურის აზრით, რუსთავი საბჭოთა არქიტექტურით გამოირჩევა და ტიპური ინდუსტრიული ქალაქია, თუმცა კოსტავას ქუჩამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ევროპულ ქუჩები გაახსენა - "ძალიან ჰგავს ბერძნულ და იტალიურ უბანს" - აღნიშნა რუსმა მოგზაურმა. მან ხაზი ქართველი ქალების სილამაზესაც გაუსვა. ანდრეი ზონდერვიტმა საქართველოდან აზერბაიჯანში გადაინაცვლა. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე