მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს [VIDEO]

2018-01-21 12:52:12

რუსთავში, მდინარე მტკვარზე მეორე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად სამაშველო სამსახურის მყვინთავები არიან მობილიზებული, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობის საშუალებით მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებები გუშინ საღამოს დასრულდა და დღეს დილიდან აქტიურ რეჟიმში განახლდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ნახეთ ვიდეო.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე