რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ახალი მარშრუტი დაინიშნა. მგზავრებს ტრანსპორტი რუსთავის რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან მოემსახურება. მინივენები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: რუსთავიდან - რაგბის მოედანი, XII მიკრო-რაიონი, თოდრიის წრე, თოდრიის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩა, მეგობრობის გამზირი, შარტავას გამზირი. თბილისში გაივლის მარჯვენა სანაპიროს, ავა ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, გაივლის ბელიაშვილის ქუჩას, ლუბლიანას ქუჩას, მივა თბილისი მოლთან და გაჩერდება აგრარულ უნივერსიტეტთან.
ტრანსპორტი განსაკუთრებით მათთვის არის ხელსაყრელი ვისაც დიღომში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში და სასწავლებლებში თითქმის ყოველდღიურად უწევთ სიარული. თქვენ არ მოგიწევთ ტრანსპორტის გამოცვლა, დანიშნულების ადგილზე დროულად და კომფორტულად მიხვალთ, ფასი კი ყველასთვის მისაღებია. მგზავრობის ღირებულება 2.50 ლარია. კომპანია "მგზავრები" ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ ®