რუსთავის მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო დაჯარიმდებით.
მგზავრობისას კონტროლიორის მიერ მოქალაქის შემოწმების დროს თუ აღმოჩნდება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობს, კონტროლიორი მას კანონით გათვალისწინებული საჯარიმო თანხით, 20 ლარით დააჯარიმებს.
უბილეთოდ მგზავრობა ჯარიმას ითვალისწინებს, როგორც შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასევე რუსთავი-თბილისის ავტობუსით მგზავრობისასაც.