როდის აღდგება წყლის მიწოდება

2025-01-27 20:05:54

კომპანია "ჯივიპი" განცხადებას ავრცელებს.

ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი N7 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 საათიდან 28/01 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, გზირიშვილის, დადიანის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალგუჯის, კ.თავგორაშვილის, კლდიაშვილის ქუჩის კენტებს, კიკვიძის, ლერმონტოვის, ლესელიძის ჩიხებით და გასასვლელებით, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის N1-29-ის ჩათვლით, მელიქიშვილის, შიო არაგვისპირელის, შ.ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის და ფალიაშვილის ლუწ ნომრებს.