ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 27 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად რუსთავში დაბინძურებული ჰაერია.
ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 86.80მკგ/მ3 , PM10-ის მაჩვენებელი 126.36მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 110.65 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 155.98 მკგ/მ3.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 23 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ჯერჯერობით უცნობია დღეს გაზრდილი მაჩვენებელიც იგივე