13 წლის მოზარდი მატარებელმა გაიტანა, შემთხვევა მარნეულში გუშინ შუადღით მოხდა. სკოლის მოსწავლე ლიანდაგის გავლით სახლში ბრუნდებოდა რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით მოზარდს ყურსასმენები ეკეთა. ბიჭმა სავარაუდოდ მატარებლის ხმა ვერ გაიგო, მემანქანემ კი მატარებლის დროულად შეჩერება ვერ მოახერხა. მომხდარის შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიებაა 275 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."