რუსთავში სტანდარტების შეუსაბამობის გამო გაზის დანადგარი 2800 აბონენტს ჩაუხსნეს

2025-01-21 15:55:47

2024 წელს რუსთავში სტანდარტების შეუსაბამობის გამო გაზის დანადგარი 2800 აბონენტს ჩაუხსნეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის"  წარმომადგენელმა კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, გასულ წელს ქალაქის მასშტაბით 46 000 აბონენტის შემოწმება მოხდა. ეს არიან აბონენტების, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლებს მისვლის დროს სახლში დახვდათ და კარი გაუღეს.

გარდა ამისა, ენერგოომბუდსმენის ნინო გულეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 300 000 შემოწმებული აბონენტიდან 28 000 აბონენტს ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაუხსნეს.

"სოკარ ჯორჯია გაზმა“ გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელს ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაეხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი. გვქონდა პოტენციური საშიშროება, რომ ამ დანადგარს ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. ამას დამატებით, 6 ათას აბონენტთან გვქონდა ისეთი ვითარება, როდესაც შეუწყდათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გადავამოწმეთ, თუ ვინ იყვნენ ეს აბონენტები. კომპანიების განმარტებით, დანადგარის ჩახსნის მიუხედავად, ისევ დაგხვდათ დამონტაჟებული, რის გამოც შეუწყდათ გაზის მიწოდება. ზოგ შემთხვევაში კი მომხმარებელმა მოაწესრიგა დანადგარი“, - განაცხადა გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები