რუსთავის საკალათბურთო კლუბმა "რუსთავმა" ამ წელს ჩატარებული მესამე თამაშიც მოიგო.
საქართველოს თასის გათამაშებაში გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველმა კალათბურთელებმა სპორტის სასახლეში "ქუთაისს" უმასპინძლეს.
"რუსთავმა" სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" ანგარიშით 84:72 დაამარცხა.
თამაშის MVP "რუსთავის" კალათაბურთელი, დომინიკ კეისი გახდა, რომელმაც 13 ქულის მოპოვება, 20-მოხსნისა და 3 დაფარების გაკეთება შეძლო.
განმეორებითი მატჩი "ქუთაისის" წინააღმდეგ 24 იანვარს ქუთაისში გაიმართება.