რუსთავში ტაქსის ტარიფი იზრდება.

2016-12-20 17:05:25

რუსთავში ტაქსის ტარიფი იზრდება. დღეს რუსთავის ტაქსოპარკის ყველა მძღოლი შეიკრიბა, რათა სამგზავრო ტარიფის ერთდროულად მომატებაზე შეთანხმებულიყვნენ. მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზეზად საწვავზე ფასის მატებას, სავალი ნაწილებისა და ავტოსერვისის გაძვირებას ასხელებენ. მძღოლების გადაწყვეტილებით, დღეს 19:00 საათიდან  რუსთავში მოძრავი ყველა ტაქსის ტარიფი 50 თეთრით გაიზრდება.

შეგახსენებთ, მგზავრობის საფასური რამდენიმე დღის წინ 20 თეთრით რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებზეც გაიზარდა.