2024-12-31 21:28:03
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალთან ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.