რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

2024-12-30 00:25:35

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ლეონიძისა და მესხიშვილის კვეთაზე ერთმანეთს “ჰონდასა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.