2024 წელს, რუსთავში, აფხაზეთის და ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

2024-12-10 16:31:49

2024 წელს, რუსთავში, აფხაზეთის და ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო მწვანე სივრცეები, სანიაღვრე ქსელი, ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. კომპანია ,,ჯივიპის'' მიერ, აფხაზეთის ქუჩაზე, შეიცვალა 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები.
შეიცვალა ბუნებრივი აირისა და ელექტროკომუნიკაციებიი.

პროექტის ფარგლებშივე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელიც