რუსთავი-თბილისის მაგისტრალი - კონტრაქტი გაფორმდა.

2016-12-20 11:47:56

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი უკვე გაფორმდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის სეზა ინშაათისწარმომადგენლებმა აღნიშნულ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერეს. თბილისი-რუსთავის 6,4 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ვადა 2 წელია. სამშენებლო სამუშაოების  ღირებულება კი 119 მილიონ ლარს შეადგენს. საავტომობილო გზის მშენებლობა  აზიის განვითარების ბანკის, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.