რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ორი პირი [video]

2024-12-16 16:14:01

რუსთავში თოდრიასა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდისა" და "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთ პირს სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებმა ადგილზე გაუწიეს, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიოაჟი.