რუსთავი-სპორტის სასახლის ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

2022-12-14 13:10:50

რუსთავი-სპორტის სასახლის მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს დილის 07:00 საათიდან მოემსახურებიან.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს.

მათი ცნობით, ბოლო ავტობუსი თბილისიდან 01:20 საათზე გამოვა.

ავტობუსები რუსთავიდან 8 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.