ოთარ აბესაძე გაათავისუფლეს

2018-01-15 14:34:19

მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე თვის წინ დააკავეს.