2024-12-13 01:38:02
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.