 
         2024-12-12 17:43:00
2024-12-12 17:43:00 
    
		
		
			2024 წელს რუსთავში მოქანდაკეთა საერათაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა.
სიმპოზიუმში 14 ქართველი და უცხოელი სკულპტორი იღებდა მონაწილეობას. 
ქანდაკება სახელწოდებით "პორტალი / სამოთხის კარიბჭე", შექმნილია რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში. და მისი  ავტორია ჩინელი ხელოვანი ზაო ლეი.
ზაო ლეი არის ჩინელი მოქანდაკე, პეკინის უნივერსიტეტის წანყვანი პროფესორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ საერთაშორისო სიმპოზიუმში. არის რამოდენიმე საერთაშორისო, სახელოვნებო ორგანიზაციის წევრი.
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სომპოზიუმის ფარგლებში ექსკლუზიურად რუსთავისთვის 14 ქანდაკება შეიქმნა და მათი განთავსება, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ეტაპობრივად  მიმდინარეობს.
ჩინელი მოქანდაკის ,,პორტალი/სამოთხის კარიბჭე", მესხიშვილის სახელობის ქუჩაზე განთავსდა.