ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-12-10 22:20:32

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგნტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს