რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-12-10 17:51:06

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 11:00 საათიდან 11:15 საათამდე და 17:45 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში რუსთაველის, დავით გარეჯის, მაიაკოვსკის, სარაჯიშვილის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რუსთაველის, არაყიშვილის, ნიკოლაძის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.