რუსთავში მოსწავლეების ნაწილის პროტესტი გრძელდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ფეხით მსვლელობას მოსწავლეები N21, N22, N4 და N24 საჯარო სკოლებიდან შეუერთდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა პროეტესტი ჯერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოხატეს, შემდეგ კი გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს.
ბავშვებმა მსვლელობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოაწყვეს, თან ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით.
"როდესაც იძახიან, რომ ახალგაზრდებს არ გვეხება პოლიტიკა, ზუსტადაც რომ გვეხება. როდესაც პოლიტიკოსები არეულობას ქმნიან ქვეყანაში, ეს მე მეხება, ჩემს მომავალს ეხება და დავიცავ", - აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლე.
მათივე ინფორმაციით, სკოლების ნაწილში, დირექციამ მოსწავლეებს დაშინებისა და ზეწოლის გზით, აქციებზე სიარული აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები.