 
         2024-12-03 10:55:11
2024-12-03 10:55:11 
    
		
		
			რუსთავში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ქალაქის მასშტაბით სკოლების გაფიცვა გრძელდება.
მე-4, 21-ე, 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროეტესტი ჯერ სკოლებთან გამოხატეს, ახლა კი მსვლელობას აწყობენ მერიის მიმართულებით.
24-ე  საჯარო სკოლის მოსწავლეები კი სკოლის ეზოში შეიკრიბნენ საქართველოსა და  ევროკავშირის დროშებით, თან ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით.
თავისუფლების მოედანზე კი უკვე შეკრებილები არიან კიდევ სხვა სკოლების მოსწავლეთა ნაწილი.