რუსთავში 15 სალონი შემოწმდა

2024-12-02 13:01:33

ოქტომბრის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა შემოწმება 15 სალონში ჩაატარა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

ლალი დეკანოსიძის განცხადებით, 15 სალონს პირველადი შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო 3 გადამოწმდა, დამატებით 1 ობიექტს კონსულტაცია გაეწია.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.