რუსთავში რამდენიმე სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და გაიფიცნენ.
გაიფიცა მე-15 სკოლის მოსეავლეთა ნაწილი. მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის გამოსახატად მერიასთან შეიკრიბნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.
"ინფო რუსთავი" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ცდილობს დაადგინოს, ქალაქის მასშტაბით რამდენ სკოლაში შეჩერდა სასწავლო პროცესი.