რუსთავში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი ორჯერ გაჩნდა

2024-12-01 17:17:09

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე N19 შენობაში ხანძარი რამდენიმე საათიან ინტერვალში ორჯერ გაჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორსართულიან შენობაში ორივე სართული დაიწვა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.