2024-11-27 15:13:22
რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, მიკროავტობუსი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.