25 ნოემბერს რუსთავის საკრებულოში ქალაქის მერიის მიერ წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
2025 წლის საწყისი ბიუჯეტი 133 203 000 ლარით განისაზღვრა. 2024 წლის საწყის ბიუჯეტთან, 112 753 324, შედარებით ზრდა 20 449 676 ლარია.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რუსთავში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემდეგ წელს 47 689 700 ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შოთა რუსთაველის ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია (მე-3 ეტაპი) - ამისთვის გამოყოფილია 5 200 000 ათასი ლარი. მუნიციპალური ტრანსპორტის გასაახლებლად გათვალისწინებულია 15 956 600 ლარი, კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის - 9 200 000 ათასი ლარი, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის(მე-3 ეტაპი) - 800 000 ლარი, სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების შეძენა - მონტაჟი 513 000 ლარი.
უფრო დეტალურად როგორ ნაწილდება 47 689 700 ლარი:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 2 312 900 ლარი;
გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება - 800 000 ლარი;
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 15 000;
საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება - 1 497 900;
წყლის სისტემების განვითარება - 463 400;
სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა - 463 400;
გარე განათება - 2 022 900;
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა - 2 022 900;
მშენებლობა, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია - 9 364 700;
საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაცია - 1 390 300;
შენობების ფასადების რეაბილიტაცია - 5 200 000
მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებში ლიფტების რეაბილიტაცია - 2 774 400;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 5 781 400;
კეთილმოწყობის ღონისძიებები - 1 303 600;
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა - 1 103 600;
სადღესასწაულო ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა - 200 000;
მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარება - 23 806 600;
საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა - 380 300;
საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა - 594 000;
რუსთავის კორპუსის ადმინისტრირების პროგრამა - 1 558 700;
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა - 101 200;