რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
პროექტის მიხედვით ქალაქის ბიუჯეტი 133 203 000 ლარით განისაზღვრა.
გთავაზობთ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რა თანხებია გამოყოფილი მუნიციპალური სამსახურებისთვის, ააიპ-ებისთვისა და შპს-ეებისთვის.
ააიპ-ები:
ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“ - 16 484 800 ლარი
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“ - 15 919 400 ლარი
ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსი“ - 11 504 000 ლარი
ა(ა)იპ "კულტურული პროექტების მართვის ცენტრი" - 4 546 100 ლარი
ა(ა)იპ "ქალაქ რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრი" - 3 340 000 ლარი
ა(ა)იპ „რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრი" - 1 757 300 ლარი
ა(ა)იპ რაგბის კლუბი „რუსთავის ხარები“ - 930 000 ლარი
ა(ა)იპ ,,სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი კესანე“ - 879 000 ლარი
ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა“ - 880 000 ლარი
ა(ა)იპ „ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი“- 771 800 ლარი
ა(ა)იპ "რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი" - 622 900 ლარი
ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი" - 478 000 ლარი
ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“ - 444 800 ლარი
ა(ა)იპ"ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარების ცენტრი" - 418 000 ლარი
აა(ა)იპ ,,რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი" - 280 500 ლარი
ა(ა)იპ “რუსთავის მუნიციპალური არქივი" -140 000 ლარი
ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო“ - 80 000.
შპს-ები:
შპს “მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“ - 7 850 000 ლარი
შპს „საკალათბურთო კლუბი - “რუსთავი 1991” - 1 377 000 ლარი
შპს ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი" - 334 200 ლარი
შპს ,,გემა" - 101 200 ლარი