19 ნოემბერს რუსთაველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენება სპორტის სასახლეში მოეწყობა.
"რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დასწრება თავისუფალია.
19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 სეზონის ბოლო მატჩს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩეხეთში გამართავს.