თბილისი-მილანის რეისი აფრენიდან რამდენიმე წუთში თბილისის აეროპორტში ჯდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ჯორჯიან ეარვეისში" განუცხადეს, მიზეზი ბორტთან კომუნიკაციის დამყარების პრობლემა იყო. თვითმფრინავი საწვავის დასახარჯად აეროპორტის თავზე დაფრინავს, რის შემდეგაც შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში დაჯდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ რეისი ისევ შესრულდება.